რელიგიის სააგენტომ და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ საქველმოქმედო აქცია გამართეს

რელიგიის სააგენტომ და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ საქველმოქმედო აქცია გამართეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების წარმომადგენლები დღეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და გარდაბნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ოჯახებისთვის საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული დახმარება - 20 ფუთა ტანსაცმელი და 30 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა გაწეული დახმარებისათვის აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

აქციაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი, ტარიელ პაპინაშვილი და ლოჯისტიკის მენეჯერი, ლაშა მჭედლიძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება