დავით მათიკაშვილი - ევროკავშირი არის პირველ რიგში, ღირებულებითი კავშირი და ამ ღირებულებებს თუკი დასცილდა ევროკავშირის ელჩი, ესე იგი, ეს ელჩი ვერ ასრულებს იმ მოვალეობას, რაც მასზეა დაკისრებული

პაველ ჰერჩინსკი, სამწუხაროდ, ნამდვილად არ წარმოადგენს ევროკავშირის რეალურ ინტერესებს საქართველოსთან მიმართებით, არც იმ ქვეყნების ინტერესებს ევროკავშირში რომ მოიაზრებიან - ურთიერთობის გაშლა ხდება იმ შრეში, რაც არის დიპლომატისთვის სამარცხვინო, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა სანქციებთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ჰაველ ჰერჩინსკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ევროკავშირი არის პირველ რიგში, ღირებულებითი კავშირი და თუკი ევროკავშირის ელჩი ამ ღირებულებებს დასცილდა, ესე იგი, ის დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს.

„რა სამწუხარო დასანახია ეს ყველაფერი, როდესაც სახელმწიფოთა გაერთიანების, ევროკავშირის ელჩი, რომლის პირდაპირი დანიშნულება და მიზანიც არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის მაქსიმალური ინტეგრაციის უზრუნველყოფა, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქართველი ხალხი დააზიანოს. ეს ადამიანი სამწუხაროდ, ნამდვილად არ წარმოადგენს ევროკავშირის რეალურ ინტერესებს საქართველოსთან მიმართებით, არც იმ ქვეყნების ინტერესებს ევროკავშირში რომ მოიაზრებიან. ურთიერთობის გაშლა ხდება იმ შრეში, რაც არის დიპლომატისთვის სამარცხვინო. ეს შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ. ჩვენი ქვეყნის გზა არის ევროკავშირში. ევროკავშირი არის პირველ რიგში, ღირებულებითი კავშირი და ამ ღირებულებებს თუკი დასცილდა ევროკავშირის ელჩი, ესე იგი, ეს ელჩი ვერ ასრულებს იმ მოვალეობას, რაც მასზე არის დაკისრებული“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პაველ ჰერჩინსკიმ „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა: „ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვნება იქნება“.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში ხდება დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და იმ ადამიანების დაუსჯელობა, რომლებმაც აქტივისტების წინააღმდეგ იძალადეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი