მამუკა მდინარაძე - ჯო უილსონი კომიკურ ფიგურად იქცა ქართული საზოგადოებისთვის, ასეთი სასაცილო კაცების იმედზე არ უნდა იყვნენ

ჯო უილსონი უკვე კომიკურ ფიგურად იქცა ქართული საზოგადოებისთვის, ასეთი სასაცილო კაცების იმედზე არ უნდა იყვნენ,– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, უფრო დიდი უბედურება ის არის, რომ „ამ სასაცილო ადამიანების გარდა, უფრო სერიოზული ძალები უჭერენ მხარს ჩვენს აგენტურულ ოპოზიციას და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულები“.

„ჯო უილსონი მაგარი სასწაული კაცია, უკვე კომიკურ ფიგურად იქცა ქართული საზოგადოებისთვის, ასეთი სასაცილო კაცების იმედზე არ უნდა იყვნენ. უფრო დიდი უბედურება ის არის, რომ ამ სასაცილო ადამიანების გარდა, უფრო სერიოზული ძალები უჭერენ მხარს ჩვენს აგენტურულ ოპოზიციას და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულები.

როდესაც ჩვენი ოპონენტები კითხულობენ, სად არის „დიფ სთეითი“, რა ჰქვია და რა გვარია, სასაცილო ამბავია, თავის გასულელების ხელოვნებით არიან დაკავებულები. ტრამპი ამბობს, რომ „დიფ სთეითი“ არის დიდი გამოწვევა თანამედროვე მსოფლიოსთვის არა მხოლოდ ამერიკისთვის, თუმცა ტრამპს რომ არ დავესესხოთ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მსოფლიოში არსებობს არაფორმალური გავლენები, რომლებიც სამწუხაროდ მოდებულია ევროპის კონტინენტზე რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენები, გნებავთ „დიფ სთეითი“, გნებავთ გლობალური ომის პარტია დავუძახოთ. კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ბოლომდე იწევდნენ და ომს ბოლომდე უჭერდნენ მხარს, მაშინ ჩვენ ვეძახდით გლობალური ომის პარტიას.

ეს არის ადამიანების ერთობა, რომლებმაც შეძლეს, რომ უდიდესი კორპორაციული მიზნებიდან არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენების გაძლიერების მიზნებიდან ბევრ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარეს. ეს ვერ შეძლეს საქართველოზე. ამით ამაყია ქართველი ხალხი“, - განაცხადა მდინარაძემ.ჯო უილსონი მაგარი, სასწაული კაცია, უკვე კომიკურ ფიგურად იქცა ქართული საზოგადოებისთვის, ასეთი სასაცილო კაცების იმედზე არ უნდა იყვნენ, დიდი უბედურება ის არის, რომ ამ სასაცილო ადამიანების გარდა, უფრო სერიოზული ძალები უჭერენ მხარს ჩვენს აგენტურულ ოპოზიციას და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ამაყია, რომ გარკვეულმა ძალებმა მასზე კონტროლის მოპოვება ვერ შეძლეს. როცა ჩვენი ოპონენტები კითხულობენ, სად არის „დიფ სთეითი“, რა ჰქვია, რა გვარია, თავის გასულელებით არიან დაკავებულები. ტრამპი ამბობს, რომ „დიფ სთეითი“ არის დიდი გამოწვევა თანამედროვე მსოფლიოსთვის არა არა მხოლოდ ამერიკისთვის, თუმცა ტრამპს რომ არ დავესესხოთ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მსოფლიოში არსებობს არაფორმალური გავლენები, რომლებიც სამწუხაროდ მოდებულია ევროპის კონტინენტზე რამდენიმე გამონაკლისის გარდა. არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენები, გნებავთ „დიფ სთეითი“, გნებავთ გლობალური ომის პარტია დავუძახოთ. კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ბოლომდე იწევდნენ და ომს უჭერდნენ მხარს, მაშინ ჩვენ ვეძახდით გლობალური ომის პარტიას. დღესაც კი, ეს ძალები მხარს უჭერენ ომს. ეს არის ადამიანების ერთობა, რომლებმაც შეძლეს, რომ უდიდესი კორპორაციული მიზნებიდან არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენების გაძლიერების მიზნებიდან. ბევრ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარეს. ეს ვერ შეძლეს საქართველოზე. ამით ამაყია ქართველი ხალხი“, – განაცხადა მდინარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია