„ჯივიპი“ მსოფლიოს წამყვანი კომუნალური კომპანიების გაერთიანების (LUOW) წევრი გახდა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ოფიციალურად შეუერთდა Leading Utilities of the World (LUOW)-ს - წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში წარმატებული და ინოვაციური კომუნალური კომპანიების გლობალურ კავშირს. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

როგორც „ჯივიპის“ გენერალური დირექტორი, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი აღნიშნავს, მსოფლიოს წამყვანი კომუნალური კომპანიების (LUOW) წევრობა პირველ რიგში მათ მიერ მიღწეული შედეგების აღიარებას ნიშნავს.

„ასევე, წყალმომარაგების სფეროში წარმატებული საერთაშორისო კომპანიების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას გულისხმობს. მიუხედავად რთული გამოწვევებისა, ჩვენ „ჯივიპიში“ არაერთი მიმართულებით ვაჩვენეთ პროგრესი, რის შედეგადაც LUOW-ის წევრობა მოვიპოვეთ. ახლა კი გვეძლევა შესაძლებლობა თბილისის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც წყალმომარაგების კომპანიებს, მთავრობებსა და ოპერატორებს აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში”,- აღნიშნავს ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ჯივიპი“ LUOW-ის წევრობაზე კომპანიის საერთო პროდუქტიულობის, წყალმომარაგების ქსელების ოპერირებისა და მდგრადი ფინანსური რესურსის შექმნის კატეგორიებში იყო ნომინირებული.

„აღნიშნული მიმართულებებით კომპანიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, მათ შორის, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად წარმატებით დანერგა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი, ხუთჯერ გაზარდა წყალმომარაგების ქსელების განახლების ინდექსი, გამოსცა 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მწვანე ბონდები, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საოპერაციო მაჩვენებლები, მოამზადა წყალსადენისა და წყლარინების ქსელების განვითარების წინასწარი გეგმები, დანერგა წყალმომარაგების ქსელში წნევის რეგულირების საპილოტე პროექტი, გააუმჯობესა ენერგო ეფექტურობის მაჩვენებლები, შეამცირა წყალმომარაგების ქსელში წყლის დანაკარგები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც Aqualia-ს აფრიკისა და აზიის რეგიონალური დირექტორი აღნიშნავს, თბილისში სამ წლიანი ოპერირების შედეგად შეძლეს „ჯივიპი“ გამხდარიყო მსოფლიოს წამყვანი კომუნალური კომპანიების ქსელის — Leading Utilities of the World — წევრი.

„ეს ჩვენთვის დიდი პატივია და ცხადყოფს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ეფექტურად და მდგრადად მივაწოდოთ მაღალი ხარისხის სასმელი წყალი და გაუმჯობესებული მომსახურება“,- აღნიშნავს ხოსე ენრიკე ბოფილი.

„ჯივიპის“ ცნობით, „ჯივიპით“ LUOW-ის წევრობა მიმდინარე წლის 12-14 მაისს, პარიზში გამართულ გლობალურ წყლის სამიტზე მიიღო. აღნიშნული სამიტი წყლის სექტორში მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ღონისძიებაა, რომელიც წამყვანი კომუნალური სერვისების კომპანიებს აღმასრულებელ დირექტორებს, ინვესტორებსა და ინოვატორებს აერთიანებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში