ერთი თვე საჩუქრად - ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა „ალდაგისგან”

მომხმარებლებს, რომლებიც 15 ივნისამდე „ალდაგში“ დააზღვევენ ავტოპასუხისმგებლობას, ერთი თვის პრემიას საჩუქრად მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა მომხმარებელს იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ სხვის ავტომობილს ან ქონებას დააზიანებს. ამ შემთხვევაში სხვისთვის მიყენებულ ზიანს „ალდაგი“ აანაზღაურებს.

ფასდაკლების გადაწყვეტილება „ალდაგმა“ გახშირებული ავტოავარიების გამო მიიღო, რომლის დროსაც დაუზღვეველი მანქანების მძღოლები გაუთვალისწინებელი ფინანსური რისკის ქვეშ დგებიან. განსაკუთრებით, როდესაც შემთხვევა ეხება ახალი (ე.წ. ცენტრის გარანტიაზე მყოფი) ავტომობილის დაზიანებას, ზიანი შეიძლება ათეულ ათას ლარს აღწევდეს.

„ქალაქში მოძრავი ახალი ავტომობილები ძირითადად ავტორიზებული ცენტრების გარანტიაზეა აღრიცხული. ავტოავარიის დროს, სადაზღვევო ვალდებულია მათ ზარალი აუნაზღაუროს ცენტრის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რაც თითოეული ბრალეული მძღოლის მისამართით ზრდის რისკებს და მსხვილ ფინანსურ ვალდებულებებს წარმოშობს. გადავწყვიტეთ მძღოლებს დამატებითი მოტივაცია გავუჩინოთ, რომ შეიძინონ მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც მათ აარიდებს მოულოდნელ საკმაოდ დიდ ხარჯებს“, - განაცხადეს „ალდაგში“.

სადაზღვევო კომპანიის ინფორმაციით, „ალდაგის“ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა ნებისმიერ მძღოლს შეუძლია, თვეში 5 ლარიდან, პრემია დამოკიდებულია სადაზღვევო ლიმიტზე, რომელიც მომხმარებელს შეუძლია თავად აირჩიოს. მომდევნო ერთი თვე საუკეთესოა ამ პროდუქტის შესაძენად, რადგან ალდაგში მოქმედი აქციით, მომხმარებელს ერთი თვე საჩუქრად ერგება.

„ალდაგის“ ავტოპასუხისმგებლობსი დაზღვევის შეძენა შესაძლებელია, როგორც ონლაინ https://mppd.aldagi.ge/ka, ისე ქოლ ცენტრთან დაკავშირებისას: 0322 444 999

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება