პროკურატურა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბრალდება ჯგუფურად განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, გადაკვალიფიცირდა რამდენიმე ბრალდებულთან მიმართებაში რის გამოც გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 12 აგვისტოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად იმავე წლის 9 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„ასევე, იმავე კონფლიქტის დროს, ბრალდებულებმა ჯგუფურად ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს გარდაცვლილის თანმხლებ არასრულწლოვანებზე.

მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთი ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც საბოლოო სასჯელად 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ერთ-ერთი ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო კიდევ ერთ ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია, სადაც იგი არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში გამტყუნდა და სასჯელად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო