მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს - აუცილებელია პატივი ვცეთ ხალხის არჩევანს, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს და თავი შევიკავოთ პოლიტიკური პროცესის დემოკრატიული ინსტიტუტების მიღმა გადატანის წახალისებისგან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს 134-ე მინისტერიალის მონაწილეებს, რომელიც 13-14 მაისს ლუქსემბურგში გაიმართა.

საგარეო უწყების ცნობით, გამოსვლაში მინისტრმა ისაუბრა საქართველოს კონსტრუქციულ, საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ ჩართულობაზე ევროპის საბჭოს საქმიანობაში.

მან ხაზგასმით აღნიშნა თანამედროვე გეოპოლიტიკურ გარემოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა, რისთვისაც საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების დაცვა უმთავრესი წინაპირობაა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, მან აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

„საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია რუსეთის აგრესია და მისი დამანგრეველი შედეგები. ჩვენ კარგად ვიცით, რა მოაქვს ომს და რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის. იმ პირობებში, როდესაც ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის გზების ძიებას და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ" , - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპის საბჭოს წვერი ქვეყნების საერთო ღირებულებებზე საუბრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის, კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით, რაც საერთაშორისო რეიტინგებით დასტურდება, მან კიდევე ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის ერთგულება ორგანიზაციის აღიარებული პრინციპებისადმი.

„ჩვენი საერთო ღირებულებები არის ის საფუძველი, რაც გვაერთიანებს ამ ორგანიზაციაში. დემოკრატიაზე საუბრის დროს, უმთავრესი პრიორიტეტი, დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა უნდა იყოს. აუცილებელია პატივი ვცეთ ხალხის არჩევანს, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს და თავი შევიკავოთ პოლიტიკური პროცესის დემოკრატიული ინსტიტუტების მიღმა გადატანის წახალისებისგან. მიუხედავად სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევებისა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მოახერხა რეგიონში ლიდერის პოზიციის დამკვიდრება სხვადასხვა მიმართულებით: ჩვენ გავაძლიერეთ კანონის უზენაესობა, დავამკვიდრეთ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტები და შევქმენით ეფექტური მექანიზმები კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი აისახება საერთაშორისო რეიტინგებში და დასტურდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით", - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ინსტიტუტების ფარგლებში ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას და წუხილი გამოთქვა რიგი საერთაშორისო აქტორების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის მცდელობებზე.

მაკა ბოჭორიშვილმა წარმატება უსურვა მალტის მომავალ თავმჯდომარეობას და გამოხატა მზადყოფნა საქართველოს მხრიდან ამ პროცესის აქტიური მხარდაჭერისთვის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის