აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები შიდა ქართლში მცხოვრები აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ

აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ თემური ჭელიძესთან ერთად, შიდა ქართლის მხარეში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დევნილთა საცხოვრებლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ, პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაცია პირადად მიიღეს და დროებით დევნილ მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე წლის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

დევნილი მოქალაქეების საჭიროებების გაცნობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში, კომპაქტური განსახლების ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები მუდმივ ხასიათს ატარებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება