ლევან მგალობლიშვილი ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში ოსური ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა საზოგადოებას ოსური ენის დღე მიულოცეს და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ოსური სალიტერატურო ენის ფუძემდებელი კოსტა ხეთაგუროვი გაიხსენეს და ოსურ ენაზე ლექსები წაიკითხეს. ასევე შესრულდა ქართულ-ოსური ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები.

ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გივი ჯაფარიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცხინვალის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ოსური ენის დღე საქართველოში ყოველწლიურად 15 მაისს აღინიშნება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება