ლევან ხაბეიშვილი - 4 ოქტომბერს ცრუ არჩევნები ვერ შედგება, მიმდინარეობს მსჯელობა და ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც დარწმუნებული ვარ, გავერთიანდებით - ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები

არჩევნები, რომლის ჩატარებასაც აპირებენ 4 ოქტომბერს, ეს ცრუ არჩევნები ვერ შედგება, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც, დარწმუნებული ვარ, გავერთიანდებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მისი თქმით, არსებობს თანხმობა, რომ ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, თუმცა მის ფორმაზე მსჯელობა გრძელდება.

„ყველა თანხმდება იმაზე, რომ ივანიშვილის პირობებში არჩევნები არ იქნება ამ ქვეყანაში, არც დემოკრატია არ იქნება და არც პოლიტიკა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი. რა ფორმით იქნება და ვინ მიიღებს მონაწილეობას, იქნება თუ არა ეს საარჩევნო უბნებზე მისვლით, ეს სამსჯელო საკითხია და მსჯელობა მიმდინარეობს. ე.წ. არჩევნები თავსლაფდასხმულმა, გაჟონილმა ივანიშვილმა ვერ უნდა ჩაატაროს, ამ მნიშვნელოვან საკითხზე ამ ეტაპისთვის გარკვეული შეთანხმება არსებობს, თუმცა მსჯელობა გახსნილია და მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები