მიხეილ სააკაშვილი ირაკლი კობახიძის წერილზე - წერილი არის მოსკოვისთვის დაწერილი - მზადდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

წერილი არის მოსკოვისთვის დაწერილი და მიმართულია არა ტრამპზე, არამედ მოსკოვზე. მზადდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ საქართველოს სრული ანექსია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განცხადებაში წერს, რომელიც მის „ფეისბუქ გვერდზე“ ვრცელდება.

მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.

სააკაშვილის თქმით, ანტი-ამერიკულ კურსს „ქართული ოცნება“ ახორციელებს 2012 წლიდან. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკვირს „მიამიტური კომენტარები“, თითქოს კობახიძის მეშვეობით ივანიშვილი „რაღაცას ეხვეწება ტრამპს“, სინამდვილეში ივანიშვილმა ზუსტად იცის თუ რა პირობები წაუყენა ტრამპის ადმინისტრაციამ მას ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სააკაშვილის თქმით, მათ შორის არის „ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება“.

“კლეპტოკრატიულმა დიქტატურამ ასევე მოხურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, უარი უთხრა ამერიკის ელჩს, ბრიგიტ ბრინკს აკრედიტაციაზე ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, მაშინ ბრიგიტს "სააკაშვილის დაქალობა" დააბრალეს და ორი წლის განმავლობაში საქართველო ამერიკის ელჩის გარეშე იყო დარჩენილი.

ასევე რაც ფუნდამენტური იყო, მათ უარი თქვეს ჩემ დროს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ამერიკული სამხედრო ვერტმფრენებისა და საჰაერო დაცვის მიღებაზე, ასევე შეაჩერეს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები. ასე რომ, ანტი-ამერიკულ კურსს ესენი ახორციელებენ 2012 წლიდან და ვინც სხვა რამეს ამტკიცებს იტყუება ან თავს იტყუებს.

ასევე მიკვირს ამ დღეებში მიამიტური კომენტარები, რომ თითქოს კობახიძის მეშვეობით ივანიშვილი რაღაცას ეხვეწება ტრამპს, სინამდვილეში ივანიშვილმა ზუსტად იცის თუ რა პირობები წაუყენა ტრამპის ადმინისტრაციამ მას ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ამ პირობებს შორის არის ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება.

სინამდვილეში ეს წერილი არის მოსკოვისთვის დაწერილი და მიმართულია არა ტრამპზე, არამედ მოსკოვზე. მზადდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ საქართველოს სრული ანექსია”, - აღნიშნავს სააკაშვილი წერილში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია