16 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე სხდომა გაიმართება

გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი 16 მაისს, 13:00 საათზე განახლდება.

საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

წინა სასამართლო სხდომებზე, პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმე პოლიციელები და გამომძიებლები დაიკითხნენ, მათ შორის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.

მათ სასამართლოს ჩვენება მისცეს, 11 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მზია ამაღლობელის და სხვა პირების დაკავება მოხდა.

ასევე, ცნობილია, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასწრებას ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი გეგმავს.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს