ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახმელეთო ძალების მთავარსარდალი თანამდებობიდან გაათავისუფლა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, სერგეი შოიგუს  მოადგილედ დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახმელეთო ძალების მთავარსარდალი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, აღნიშნულია, რომ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მთავარსარდალი, ოლეგ სალიუკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის - სერგეი შოიგუს - მოადგილედ დანიშნა.

ამ მომენტისთვის უცნობია სახმელეთო ძალების მთავარსარდლის თანამდებობას ვინ დაიკავებს. სალიუკოვი ამ თანამდებობაზე 2014 წლიდან იმყოფებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს