ზურაბ პოლოლიკაშვილი აცხადებს, რომ ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა მაისურაძე ხელშეკრულებით დაასაქმა, რის გამოც „ქართულ ოცნებაში“ ნაწყენები იყვნენ და მოხსნას სთხოვდნენ

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში" ნაწყენები იყვნენ, რომ ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა მაისურაძე ხელშეკრულებით დაასაქმა.

მისი თქმით, ითხოვდნენ მის თანამდებობიდან მოხსნა, რის შემდეგაც თეა მაისურაძემ თავად შეწყვიტა მუშაობა.

"წარდგენის წერილის შემდეგ. თეა მაისურაძე, საქართველოს ჩეხეთში ელჩი, ხელშეკრულებით ავიყვანე რამდენიმე თვით, რათა კამპანიაში დამხმარებოდა. მდინარაძე რომ სამ თხოვნაზე საუბრობს, ერთ-ერთი მათგანი თეას თანამდებობიდან მოხსნა იყო. მე ავუხსენი, რომ ეს მარტივი პროცესი არ იქნებოდა. ამაზე კი დიდი ისტერიკა ატყდა და ამის გამო, თეამ თავისი ინიციატივით შეწყვიტა მუშაობა. ისინი თეას ფაქტზე ნაწყენები იყვნენ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ხმების მოგროვებაში საერთოდ არ მეხმარებოდნენ", - განაცხადა პოლოლიკაშვილმა "ფორმულასთან".

ზურაბ პოლოლიკაშვილს ჰკითხეს, მიაჩნია თუ არა მოსაზრება საფუძვლიანად, რომ მისი გაწვევა შესაძლოა უკავშირდებოდეს ემირატებიდან გიორგი ბაჩიაშვილის გადმოცემას.

მისი თქმით, არ სურს "ჭორაობა", მაგრამ თუ მიზეზი ეს არის "უბედურებაში ვყოფილვართ".

„მე არ ვიცი ვისში, რაში გამცვალეს და მაგას ვკითხულობ - რატომ გაცვალეს? ბაჩიაშვილის [ექსტრადიციაში] თუ მე მცვლიან, არ ვიცი, ეგ კიდევ ცალკე უბედურებაა, მე რომ მკითხოთ, - თუ ეს ასე ხდება", - განაცხადა მან და დასძინა, რომ თუ ვინმე ამას ადასტურებს, მაშინ საერთოდ უბედურებაში ვყოფილვართ“.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო