რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - დილიდან დაველოდებით უკრაინულ მხარეს, რომელიც შეხვედრაზე უნდა მოვიდეს

რუსეთი დღეს დილიდან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის წარმომადგენლებს დაელოდება,- ამის შესახებ სტამბოლში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა.

„დილით, დილის 10 საათიდან, დაველოდებით უკრაინულ მხარეს, რომელიც შეხვედრაზე უნდა მოვიდეს“, - განუცხადა მედინსკიმ ჟურნალისტებს.

მისი მტკიცებით, რუსეთის დელეგაცია სტამბოლში ჩავიდა პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებების წინაპირობების გარეშე წარმოებისთვის. „მზად ვართ სამუშაოდ“, - დასძინა მედინსკიმ.

ამასთან, მან ნაყოფიერი უწოდა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან, ჰაკან ფიდანთან გამართულ შეხვედრას, რომელზედაც რუსულმა მხარემ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია განმარტა.

„დღეს უკვე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან და ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ “, - განაცხადა მედინსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს