რუსული მედია - რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა სტამბოლში 12:30 საათზე დაიწყება, მანამდე კი თურქეთის, აშშ-სა და უკრაინის შეხვედრა გაიმართება

რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრა დღეს, მოსკოვის დროით 12:30 საათზე [თბილისის დროით 13:30 საათზე] სტამბოლში იგეგმება, - ამის შესახებ რუსულ მედიას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სამმხრივ შეხვედრამდე თურქეთის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართება.

„თურქეთი-რუსეთი-უკრაინის ფორმატში სამმხრივი შეხვედრა დოლმაბაჰჩეში, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამუშაო ოფისში მოსკოვის დროით 12:30 საათზე დაიწყება. თურქეთის, აშშ-სა და უკრაინის შეხვედრა კი მოსკოვის დროით 10:45 საათზე დაიწყება“, - აღნიშნა წყარომ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს