იუდეველები დღეს ლაგ ბა-ომერს ზეიმობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა იუდეველს, საქართველოს ებრაულ თემს ლაგ ბა-ომერს ულოცავს და მათ კეთილდღეობასა და წარმატებას უსურვებს.

ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

„დღეს იუდეველები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს, ლაგ-ბაომერს ზეიმობენ. ლაგ-ბაომერი უძველესი იუდეური დღესასწაულია, რომელიც, გადმოცემის თანახმად, რომაელთაგან დაპყრობილ ისრაელში თორის სწავლების აკრძალვასა და ებრაელთა პროტესტს, რომაელებზე ებრაელთა გამარჯვებას უკავშირდება. ლაგ-ბაომერი მხიარული დღესასწაულია, ებრაელები ამ დღეს ზეიმში, ლოცვაში, სიმღერასა და ცეკვაში ატარებენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლაგ ბა-ომერს ყველა იუდეველს, საქართველოს ებრაულ თემს და კეთილდღეობას, წარმატებას უსურვებს მათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს