თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკუშა კაციას პროცესის პარალელურად ხმაურია - მანდატურებთან შეხლა-შემოხლის შემდეგ, რამდენიმე პირს, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეს შენობა დაატოვებინეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ნიკუშა კაციას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ხმაურია.

თავდაპირველად, ხმაური ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ნანუკა ქაჯაიას სხდომაზე დაგვიანებით არ შეშვებას მოჰყვა. აღნიშნული გააპროტესტეს როგორც ბრალდებულ ნიკუშა კაციას, ასევე დანარჩენი ბრალდებულების ოჯახის წევრებმა.

აღნიშნულს მანდატურის თანამშრომლებსა და სასამართლო შენობაში მყოფი პირების შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ამის შემდეგ მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა და ჟურნალისტი დარბაზში შეუშვეს. თუმცა, ცოტა ხანში დერეფანში კვლავ დაპირისპირება მოხდა, მოსამართლემ კვლავ შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც დერეფანში მყოფ პირებს სასამართლო შენობა დაატოვებინეს. მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს.

დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა ნიკუშა კაციას დედა. სხდომათა დარბაზიდან ბრალდებული სასამართლოს თანამშრომლებს მიმართავდა, რომ დედამისს არ მიახლოებოდნენ.

როგორც შენობის დატოვების შემდეგ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, მას სასამართლოს შენობაში არ უშვებენ, რადგან უთხრეს, რომ "მანდატური დაწყევლა".

"მანდატური დაწყევლეო მითხრეს, აი, მანდატურების უფროსი რომ არის, იმან სამს დაგვადო ხელი - მე, ჩემს პრესსამსახურს და საბა სხვიტარიძის დედას. ამიტომ შენობაში არ გვიშვებენ",- განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" ჯაფარიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება