რუსებმა უკრაინას 112 დრონით შეუტიეს, დაზარალდა 7 ოლქი, არის მსხვერპლი

რუსმა დამპყრობლებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 112 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 73 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დილის 9:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში Shahed-ისა და სხვა ტიპის 73 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება დადასტურდა, 36 დრონი კი, უარყოფითი შედეგების გარეშე, ლოკალურად დაიკარგა.

თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, ოდესის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის, ნიკოლაევისა და კიევის ოლქები.

ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

ამასთან, კიევის ოლქში ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევების შედეგად, ორ რაიონში ადმინისტრაციული შენობა, საცხოვრებელი შენობა, მაღაზია და საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა. აღნიშნულ ადგილებზე გადაუდებელი დახმარების სამსახურები მუშაობენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს