ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 16 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, ზაქარია მაისურაძის III შესახვევში, N3-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.

მათი ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დღეს, 16 მაისს დღის 15:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს 16 მაისს, 15:00 საათიდან 17 მაისის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს, სოფელ ბერთუბანს, გიორგი წმინდას, სოფელ გლდანს, ტიხონოვის, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გულისაშვილის, მაისურაძის და მებაღიშვილის ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

16.05.2025

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება