არჩილ გორდულაძე - აგენტურის წარმომადგენლებმა რაღაც ხომ უნდა თქვან?! სათქმელი რომ არაფერი აქვთ, უტოპიაში გადავიდნენ - ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია!

აგენტურის წარმომადგენლებმა რაღაც ხომ უნდა თქვან?! სათქმელი რომ არაფერი აქვთ, უტოპიაში გადავიდნენ - ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია! - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განუცხადა.

როგორც გორდულაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ოპოზიცია აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობს და თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს.

“როცა იმაზე საუბრობენ, რომ არჩევნებში ბიულეტენმა გაჟონა და ხმის ფარულობა დაირღვა, ტელეფონით ჩატარებული არჩევნებში რა შეიძლება მოხდეს და რა რისკები არსებობდეს?! არასერიოზულია! ეს ადამიანები სასაცილო მდგომარეობაში არიან, მათ სათქმელი არაფერი აქვთ და აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობენ. ზოგადად პაატა ბურჭულაძეს ასეთი განცხადებები სჩვევია“, - განაცხადა გორდულაძემ.

არჩევნები ტელეფონით ჩატარების შესაძლებლობაზე პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. ბურჭულაძის თქმით, გამოჩნდა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ ჩატარდეს არჩევნები.

“ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთში და ჩვენ მის გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც “ქართული ოცნების” ქაღალდები, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა