თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი ნიკუშა კაცია პატიმრობაში დატოვა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი ნიკუშა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებული ჟურნალისტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

სახელმწიფო ბრალდება კაციას მიმართ კვლავ საპატიმრო ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა. როგორც საქმის პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე განმარტავდა, აღკვეთის შეცვლის ახალი გარემოება არ გამოკვეთილა. პროკურორი ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის საფრთხეებზე საუბრობდა.

ადვოკატი ნინა ლომინაძე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც ის აღნიშნავდა, კაციას მხრიდან არც მიმალვისა და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ნიკუშა კაცია პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უფრო კონკრეტულად, კაციას 14 გრამ კოკაინის ქონას ედავებიან. ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და დაკავებას მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მის აქტიურ მონაწილეობას უკავშირებს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება