არჩილ გორდულაძე - გიორგი გახარია ცდილობს აჩვენოს, რომ რიგითი „ნაცი“ არ არის, მაგრამ კარგად ვიცით, ვინც არის - მათი „ნაცებთან“ დაპირისპირების მცდელობა ფარსი და ტყუილია!

გიორგი გახარია ცდილობს აჩვენოს, რომ რიგითი „ნაცი“ არ არის, მაგრამ კარგად ვიცით, ვინც არის - მათი „ნაცებთან“ დაპირისპირების მცდელობა ფარსი და ტყუილია! - ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ გააკეთა.

გორდულაძის თქმით, “ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ, ერთმანეთი ნალანძღი ჰყავთ, მაგრამ პატრონების დავალების შესაბამისად გაერთიანებული არიან“.

გიორგი გახარიამ თავადვე აღიარა, რომ ნიკა მელიას გადასარჩენად ერთ-ერთ ელჩთან კონსულტაციები გაიარა და მის გამო დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. რაც არ უნდა განცხადებები აკეთოს გახარიამ, წარსულს ვერ ჩამოირეცხავს.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურყევი კავშირი აქვს და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ბრძოლაში გადაჯაჭვული არიან.

მისი მცდელობაა, რომ ქართულ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს და ამით მხარდამჭერების რაოდენობა გაზარდოს, რაც არ გამოსდის და არც გამოუვა. ეს ადამიანი თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდება.

„ნაცმოძრაობაში“ რეალური დაპირისპირება არ არსებობს. მათთვის მთავარია, დავალება რა იქნება - ამის შესაბამისად, ისევ ერთად დადგებიან. მათი დაპირისპირების მცდელობა ფარსი და ტყუილია“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს