ნანა მალაშხიას განცხადებით, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მათე დევიძის სასამართლო პროცესზე დასწრება სურს, თუმცა, სასამართლოს შენობაში არ უშვებენ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრის ნანა მალაშხიას განცხადებით, მას საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მათე დევიძის სასამართლო პროცესზე დასწრება უნდა, თუმცა, მას სასამართლოს შენობაში არ უშვებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" მოლაშხიამ განაცხადა, ის ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ნიკუშა კაციას სხდომას ესწრებოდა, გარეთ მომხდარ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია, რის გამოც მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ უშვებენ შენობაში.

“არ მიშვებენ, ვეკითხები მიზეზს და არ მპასუხობენ. ნიკუშა კაციას პროცესზე ბოლომდე ვიყავი, გარეთაც კი არ გამოვსულვარ ინციდენტის დროს, მონაწილეობა არ მიმიღია, პროცესი დასრულდა და გამოვედი. 14:00 საათზე მათე დევიძის სხდომაა, შესვლა მინდა და არ მიშვებენ. მიზეზს არ მეუბნებიან",- განაცხადა მოლაშხიამ.

სასამართლოს შენობაში არ უშვებენ ასევე "ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს", როგორც ის განმარტავს, მას უთხრეს, რომ "მანდატური დაწყევლა და ამის გამო არ უშვებენ". როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ის ახლა არკვევს, რა პერიოდით აუკრძალეს სასამართლოს შენობაში შესვლა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება