ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც მზია ამაღლობელის პროცესი უნდა გაიმართოს, გერმანიის, შვედეთის და ესტონეთის ელჩები მივიდნენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი უნდა გაიმართოს, გერმანიის, შვედეთის და ესტონეთის ელჩები მივიდნენ. ისინი სასამართლო სხდომაზე დასწრებას გეგმავენ.

ასევე, დღევანდელ პროცესს ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგიც დაესწრება.

სხდომაზე დასწრებას პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამიაც გეგმავს.

ამასთან, სასამართლოს შენობასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ისმის შეძახილები: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

წინა სხდომებზე, პროკურორების მიერ წარმოდგენილი მოწმეები დაკითხეს, მათ შორის დაიკითხა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელზე თავდასხმასაც მზია ამაღლობელს ედავებიან.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს დააკავეს. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სახეში ხელი გაარტყა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს