რა დაგხვდებათ „საქართველოს ბანკის“ მობილბანკში − მაისის განახლება

საქართველოს ბანკი“ ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს, რათა მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახადოს. სწორედ ამ მიზნით, ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი აპლიკაცია - მობილბანკი მუდმივად უმჯობესდება.

მაისის განახლება - რა დაგხვდებათ მობილბანკში

მაისის განახლებამ მომხმარებლებისთვის ყოველდღიური გადაწყვეტები უფრო კომფორტული და სწრაფი გახადა.

ამიერიდან ფასდაკლებები, ქეშბექები თუ შეთავაზებები არასოდეს გამოგრჩებათ, რადგან თქვენი საყვარელი ბრენდების გამოწერა (ანუ follow) შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა, მობილბნაკში შეთავაზების გვერდზე შეხვიდეთ და ჩამონათვალში სასურველი ბრენდი მონიშნოთ. შედეგად, ახალი შეთავაზების არასოდეს გამოგრჩებათ, რადგან შეტყობინება მოგივათ.

გარდა ამისა, ციფრული სასაჩუქრე ბარათების გვერდიც განახლდა. მთავარ გვერდზე პოპულარულ სექცია დაგხვდებათ, სადაც სასურველ ბრენდს კიდევ უფრო მარტივად მოძებნით, შეარჩევთ ვიზუალს და ადრესატს სასურველ დროს გაუგზავნით.

სიახლეა ასევე გადახდების მიმართულებით, ამიერიდან გადახდის სტანდარტულ მეთოდებთან ერთად, BOG APP-ით გადახდითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. მისი გამოყენება ძალიან მარტივია. როდესაც რაიმეს ყიდვას გადაწყვეტთ, საჭიროა მხოლოდ BOG APP - ით გადახდა მიუთითოთ და ბარათის მონაცემების შეყვანის გარეშე, მობილბანკიდან როგორც თანხით, ისე PLUS ან MR ქულებით გადაიხადოთ. აღსანიშნავია, რომ BOG APP - ით გადახდა ონლაინმაღაზიებშიც შეგიძლიათ.

არ გაჩერდე, განაახლე მობილბანკი

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება