დავით ნარმანიამ საჯარო სკოლის მოსწავლეებს ენერგეტიკისა და ეკონომიკის საფუძვლები გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, პროფესორი დავით ნარმანია თბილისის N98-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ეხებოდა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობას, სემეკის თავმჯდომარემ მოსწავლეებს ეკონომიკისა და ენერგეტიკის საფუძვლები გააცნო, ამასთანავე, განუმარტა ქვეყნის ეკონომიკისთვის ენერგეტიკის სექტორის მუდმივი განვითარების მნიშვნელობა, მიაწოდა ინფორმაცია განახლებადი ენერგიების წყაროების, საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ჰაბის, ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებებისა და ენერგეტიკული ბიზნესის მართვის შესახებ.

დავით ნარმანიას თქმით, სკოლის მოსწავლეების ინფორმირება და მათი ცოდნის დონის ამაღლება ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხებზე, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა როგორც სემეკისთვის, ასევე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისთვის.

„ენერგეტიკა წარმოადგენს ეკონომიკის მამოძრავებელ უმნიშვნელოვანეს დარგს, აქედან გამომდინარე, სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია, სკოლის მოსწავლეები მეტად იყვნენ ინფორმირებულნი ეკონომიკის საფუძვლების, ენერგეტიკის სექტორის პერსპექტივების შესახებ, რაც მათ დაეხმარებათ შემდგომ ეტაპზე პროფესიის არჩევისას. დღემდე, სემეკის ინიციატივით არაერთი პროექტი განხორციელდა სკოლის მოსწავლეებისათვის და ინფორმაციის დროულმა მიწოდებამ განაპირობა ის, რომ პროექტის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა მომავლის პროფესიად ენერგეტიკა აირჩია, რაც მისასალმებელი და სასიხარულოა“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივით სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. პროექტების ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებს, ეკონომიკის საფუძვლებს, ენერგეტიკული ბიზნესის მათვისა და საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება