ალენ ბერსე - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები არიან და მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ -  ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის

საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები არიან, ჩვენ მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ალბანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად თითოეულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს.

„როგორც იცით, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები არიან. ჩვენ მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ასევე, სრულად ვართ დაინტერესებული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებით. მე თვითონაც მქონდა კონტაქტი ორივე მხარესთან. ძალიან მალე, აზერბაიჯანთან შეხვედრის შემდეგ, მომავალ თვეში ასევე სომხეთში წავალ ამ საკითხების განსახილველად. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია მთელ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“,-განაცხადა მან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს