თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დღეს ორი გზა არსებობს: ერთი მშვიდობისკენ მიდის, მეორე კი მეტ ნგრევას და სიცოცხლის დაკარგვას გამოიწვევს - ორივე მხარე აირჩევს, რომელ გზას დაადგება

დღეს ორი გზა არსებობს: ერთი მშვიდობისკენ მიდის, მეორე კი მეტ ნგრევას და სიცოცხლის დაკარგვას გამოიწვევს, ორივე მხარე აირჩევს, რომელ გზას დაადგება, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა სტამბოლში, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს შეხვედრა რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის 2022 წლის მარტის შემდეგ პირველ პირდაპირ კონტაქტს წარმოადგენს.

„ეს შეხვედრა 2022 წლის მარტის შემდეგ პირველ პირდაპირ კონტაქტს წარმოადგენს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს მივაღწიოთ. რადგან ომი კვლავ ბევრ სიცოცხლეს იწირავს, ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივი განხორციელება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. შემდეგი ფაზა ერთად ჩამოყალიბდება ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანისა და გადადგმული ნაბიჯების მეშვეობით“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჰაკან ფიდანმა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს, რომლებმაც სტამბოლში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყეს, წარმატებები უსურვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს