იმედი L-ის სამოგზაურო კონკურსში გამარჯვებულს ზანზიბარზე მოგზაურობა ელოდება

იმედი L-მა სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით კონკურსი დაიწყო. კონკურსი 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება და გამარჯვებული ზანზიბარზე მოგზაურობის 2 კაციანი საგზურით დასაჩუქრდება. პირველ ადგილზე გასული მონაწილის გარდა, საჩუქრებია იმ ადამიანებისთვისაც, ვინც პირველ ათეულში მოხვდება.

კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებული იქნება ის, ვინც ყველაზე მეტ სამოგზაურო დაზღვევის პოლისს შეიძენს იმედი L-ის ონლაინ არხებიდან. დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე, პორტალზე ან აპლიკაციაში.

სამოგზაურო დაზღვევა ყველასთვისაა, ვინც მოგზაურობას გეგმავს და საიმედო და მოქნილი დაზღვევა სჭირდება.

„თუ მოგზაურობას გეგმავთ და საიმედო და მოქნილი დაზღვევა გჭირდებათ, ჩვენ გთავაზობთ თქვენზე მორგებულ პოლისებს. ამასთან ერთად, გაძლევთ შანსს ზანზიბარზე, საოცნებო მოგზაურობაში აღმოჩნდეთ. ამისთვის საკმარისია შეიძინოთ იმედი L-ის დაზღვევა თქვენთვის, მეგობრებისთვის ან ახლობლებისთვის და ავტომატურად ჩაერთვებით კონკურსში.”-ამბობენ იმედი L-ში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას 18 წლის ზემოთ.

კონკურსი 15 მაისს დაიწყო და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებული ზანზიბარზე 15-23 ოქტომბერს გაემგზავრება.

კონკურსის დეტალურ პირობებს გაეცანით ბმულზე.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება