უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის, ომის ტყვეების გაცვლის განხილვა, ასევე, პოტენციურად ვამზადებთ ქვეყნების ლიდერების დონეზე შეხვედრას

სტამბოლში დელეგაციებმა ომის ტყვეების „ათასი ათასზე“ გაცვლა განიხილეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა სტამბოლში რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამის გარდა მხარეები ცეცხლის შეწყვეტის საკითხსა და ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციური შეხვედრის მომზადების საკითხს შეეხნენ.

„ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის, ომის ტყვეების გაცვლის განხილვა, და ასევე პოტენციურად ვამზადებთ ქვეყნების ლიდერების დონეზე შეხვედრას. ვილაპარაკეთ „ათასი ათასზე“ გაცვლაზე, ასევე ვმუშაობთ ამ გაცვლის სხვა დეტალებზეც“, - განაცხადა უმეროვმა.

მისი თქმით, ახლა „უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ომის ტყვეების გაცვლა“, ხოლო სხვა ნაბიჯების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს