რიჰარდს კოლსი - სენატორ უიკერთან კრემლის რეჟიმთან დაკავშირებულებისთვის ვიზის დაბლოკვის ძალისხმევები განვიხილეთ, ამ მხრივ საქართველოს ოფიციალური პირებიც რადარზე უნდა იყვნენ

სენატორ უიკერთან კრემლის რეჟიმთან დაკავშირებულებისთვის ვიზის დაბლოკვის ძალისხმევები განვიხილეთ, ამ მხრივ საქართველოს ოფიციალური პირებიც რადარზე უნდა იყვნენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორ როჯერ უიკერთან (რესპუბლიკური პარტია) და სხვა პარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ წერს.

„სანქციები უნდა იყოს და გავრცელდეს ხელისშემწყობებზე, თუნდაც ისინი მოკავშირე ქვეყნებიდან იყვნენ. განვიხილეთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი ყოველწლიური სესია და კრემლის გავლენის მავნე გავრცელების შეზღუდვის გზები - მათ შორის რეჟიმთან დაკავშირებულებისთვის სავიზო სერვისების დაბლოკვის გზები.

ამ მხრივ, საქართველოს ოფიციალური პირებიც რადარზე უნდა იყვნენ“, - წერს კოლსი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება