საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებისა და „ბარსელონას” ლეგენდების მატჩი 1:3 დასრულდა

საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებისა და „ბარსელონას” ლეგენდების მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 1:3 დასრულდა.

მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა.

ანგარიში საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრების წევრმა გიორგი ნავალოვსკიმ გახსნა. „ბარსელონას” ლეგენდებიდან 2 გოლი ხავიერ სავიოლამ გაიტანა, ერთი კი სორიანომ.

საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ: ლომაია, კალაძე, ცხადაძე, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, კობახიძე, ნავალოვსკი, ჯამარაული, იაშვილი, ყენია, შოთა არველაძე. შეცვლაზე შევიდნენ: კვასხვაძე, კვირკველია, ნემსაძე, ცქიტიშვილი, გოგუა, ღუდუშაური, ჰარტვიგი, სირაძე, დემეტრაძე.

„ბარსელონას“ ლეგენდები: რონალდინიო, ედგარ დავიდსი, ანგოი, ნავარო, კრისტანვალი, დეო, სერხი, ედმილსონი, ლიტმანენი, ჟიული, სავიოლა.

შეცვლაზე შევიდნენ: მასიპო, მაქსველი, კოკუ, ლოპესი, ოკუნოვო, ვალიენტე, სორიანო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება