აღმოაჩინე იდეების ძალა — დაესწარი TEDxTSMU-ს!

18 მაისს, 12:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უმასპინძლებს TED ლიცენზიის მქონე საერთაშორისო მასშტაბის ინგლისურენოვან ღონისძიებას TEDxTSMU.

წლევანდელი ღონისძიების თემაა ხიდების შენება, ბარიერების დამსხვრევა / Building bridges braking barriers. TEDxTSMU-ის მიზანია ინოვაციური და შთამაგონებელი იდეების და ხედვების გაზიარება, ასევე მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.

წელს ღონისძიების სპიკერები არიან, სხვადასხვა დარგის როგორც უცხოელი, ასევე ქართველი პროფესიონალები:

▪️ გიორგი გაგოშიძე – ქუჩის მხატვარი ▪️ ეზრა ფრიმენი – კონტენტკრეატორი და ტელეწამყვანი ▪️ დარო სულაქაური – ფოტოგრაფი, TED-ის ფელოუ და ადამიანის უფლებათა დამცველი ▪️ თინათინ ტყემალაძე – თსსუ-ის პროფესორი, გენეტიკის კათედრის ხელმძღვანელი ▪️ ნიკოლოზ კვაჭაძე – გადაუდებელი მედიცინის ექიმი ▪️ ჯანადი კარავიტა – თსსუ-ის მე-6 კურსის სტუდენტი ▪️ ემან ელიმამი – თსსუ-ის მე-6 კურსის სტუდენტი

გადადი ბმულზე და გაეცანი ჩვენი სტუდენტური საზოგადოების ინოვაციებს, გამოცდილებებსა და მისწრაფებებს https://tedxtsmu.myshopify.com/collections/all

📍 მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის მესამე სასწავლო კორპუსი, „თეატრალური დარბაზი“.

#TEDxTSMU #TSMU #თსსუ

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება