გიგი წერეთელი საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) ბრიუსელის ფორუმში მონაწილეობს

“ევროპული საქართველოს “ ლიდერი, გიგი წერეთელი საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს, რომელიც ბრიუსელში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ ფორუმში 100-მდე სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების პირველი პირები, საპარლამენტო ლიდერები და ექსპერტები იღებენ მონაწილეობას.

„ეს კავშირი უკვე 40 წელზე მეტია, აერთიანებს მსოფლიოს მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიებს და ქმნის შესაძლებლობას, იმსჯელონ გლობალურ გამოწვევებზე, შეიმუშაონ საერთო სტრატეგიები დემოკრატიისა და მშვიდობიანი განვითარებისთვის, საერთო ღირებულებების დასაცავად მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, გააძლიერონ თანამოაზრე პოლიტიკური პარტიები და გააერთიანონ ძალები არსებული გამოწვევების გასამკლავებლად.

ბრიუსელის ფორუმში მონაწილეობას იღებენ მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების პირველი პირები და მთავრობის წევრები, საპარლამენტო ლიდერები, პოლიტიკოსები და ექსპერტები მსოფლიოს 100-მდე ქვეყნიდან.

გიგი წერეთელი სხვადასხვა ფორმატით შეხვდა IDU-ს პრეზიდენტს, კანადის ექს-პრემიერს სტივენ ჰარპერს, ბელგიის პრემიერ-მინისტრს ბარტ დე ვიევერსს, IDU-ს დამფუძნებელს ლორდ აშკროფტს, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ მანფრედ ვებერს, ევროპარლამენტის, იტალიის, შვედეთის, გერმანიის, ბრიტანეთის ავსტრიის, ალბანეთის დელეგაციების წევრებს.

საუბრის თემა იყო რეგიონში არსებული ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, ასევე პარტიებს შორის თანამშრომლობის საკითხები.

საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა (IDU) სამიტზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს