ჯო უილსონი - სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვე, რომ ასადის რეჟიმის არასწორი გადაწყვეტილება გააუქმოს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად აღიაროს

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვე, რომ ასადის რეჟიმის არასწორი გადაწყვეტილება გააუქმოს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად აღიაროს, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მოხარული ვარ, რომ თებერვალში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასად ალ-შიბანის თხოვნით მივმართე, რომ ასადის რეჟიმის არასწორი გადაწყვეტილება გააუქმოს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად აღიაროს. ეს მარტივი ნაბიჯი სირიის ახალი გზის მიმართ სიძლიერისა და ერთგულების დემონსტრირება იქნება“, - წერს ჯო უილსონი.

ცნობისთვის, სირიამ, ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მმართველობის პერიოდში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს „აღიარა“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება