გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ჰიპერტენზია დღეს ჯანდაცვის უდიდესი გამოწვევაა. ის ხშირად უსიმპტომოდ მიდის და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ყოველმა მეორე ადამიანმა არ იცის, რომ აქვს მომატებული წნევა. დაავადების დაგვიანებულმა დიაგნოსტიკამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა - ინსულტი, ინფარქტი, თირკმლის პათოლოგიები და ა.შ.

ამ მოვლენების თავიდან არიდება შესაძლებელია ჰიპერტენზიის დროული აღმოჩენით. ფრანგული ფარმაცევტული კომპანია “სერვიე”, საქართველოს „კარდიოლოგთა ასოციაციასთან“ ერთად, არაერთი წელია ატარებს კამპანიას - “გაიზომე წნევა! ამას შენთვის გეუბნები”, რომლის მიზანი მოსახლეობაში მომატებული წნევის შესახებ ცნობადობის ამაღლებაა.

ბრძოლა მომავლისათვის 50-27!

“ბრძოლა მომავლისათვის 50-27“ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ამ მიმართულებით, რომელსაც საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა. კამპანიის მიზანია საქართველოში 3-წლიან პერსპექტივაში ჰიპერტენზიის კონტროლის გაუმჯობესება 19%-დან 50% მდე.

ამ ახალ წამოწყებას მემორანდუმზე ხელმოწერით შეუერთდა 300-ზე მეტი ექიმი და სამედიცინო დაწესებულება. ეს იყო სიმბოლური ნაბიჯი, რაც ადასტურებს, რომ სამედიცინო საზოგადოება გაერთიანდა ამ მეტად აქტუალური პრობლემის - ჰიპერტენზიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

“მინდა მივმართო ნებისმიერ ადამიანს, ვისაც დაუდასტურდა ჰიპერტენზია: მიჰყევით ექიმის დანიშნულებას და არ შეცვალოთ მკურნალობის სქემა თვითნებურად. მკურნალობაზე პაციენტის ცუდი დამყოლობა დიდი გამოწვევაა და ჩვენ ის ერთად უნდა დავამარცხოთ. თუ გაქვთ ეჭვი ჰიპერტენზიის არსებობის შესახებ, აღარ გადადოთ, აიღეთ წნევის აპარატი და გაიზომეთ წნევა. საჭიროების შემთხვევაში კი დროულად მიმართეთ ექიმს და ზედმიწევნით გაითვალისწინეთ მისი რეკომენდაცია” - არჩილ ჩუხრუკიძე, მედიცინის პროფესორი, საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.

მოდი, გავერკვეთ, თუ როგორ შეიძლება ჰიპერტენზიის გამოვლენა. ამაში დაგვეხმარება დარგის ხუთი წამყვანი სპეციალისტი, რომელიც ფრანგულმა ფარმაცევტულმა კომპანია “სერვიემ” მოიწვია ჰიპერტენზიასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.

რა არის ჰიპერტენზია?

ჰიპერტენზია არის მდგომარეობა, როდესაც არტერიულ სისხლძარღვებში წნევა ხშირ შემთხვევაში მაღალია და სცდება დასაშვებ ნორმას.

“არტერიულ ჰიპერტენზიას ვეძახით ისეთ მდგომარეობას, როდესაც ზემო საზღვარი - სისტოლური არტერიული წნევა არის 140-ზე მაღალი. ქვედა საზღვარი, ანუ დიასტოლური არტერიული წნევა არის 90 -ზე მაღალი” - თამაზ შაბურიშვილი, მედიცინის პროფესორი, კარდიოლოგი.

რამდენად მარტივია ჰიპერტენზიის ამოცნობა?

მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, მისი იდენტიფიცირება არცთუ ისე მარტივია და ბევრმა არ იცის მისი არსებობის შესახებ.

“ეს ერთგვარი მოჯადოებული ჯაჭვია - ადამიანი არ იზომავს წნევას, იმიტომ, რომ არაფერი აწუხებს. სამწუხაროდ, სიმპტომების არარსებობის გამო, არ ხდება მისი ადეკვატური და დროული მართვა. შესაბამისად, მაღალი წნევა აზიანებს სამიზნე ორგანოებს: გულს, თავის ტვინს, თირკმელებს. ამიტომაც ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა, არ დაველოდოთ სიმპტომებს და რეგულარულად გავიზომოთ წნევა”, - კახაბერ ჭელიძე, მედიცინის პროფესორი, თერაპევტი.

რამდენჯერ უნდა გავიზომოთ არტერიული წნევა, რომ გამოვლინდეს ჰიპერტენზია?

წნევა მუდამ იცვლება. ის იცვლება სადღეღამისო რიტმის მიხედვით. ანუ დაბალია, როდესაც გვძინავს და იმატებს ფიზიკური აქტივობის, ან სტრესის დროს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი გაზომვა რამდენიმე დღის განმავლობაში.

“ვინაიდან წნევა მერყეობს, ჩვენ არ შეიძლება ერთი გაზომვით მიღებულ შედეგზე დავასკვნათ ჰიპერტენზიის არსებობა. იმისთვის, რომ ჩვენ ეჭვი მივიტანოთ დაავადების არსებობაზე, არტერიული წნევის მაჩვენებლები უნდა იყოს 140/90 მმ-ზე ზემოთ, სტაბილურად რეგულარული მონიტორინგის შემთხვევაში. სამწუხარო რეალობაა, რომ პაციენტთა უმრავლესობა ვერ გრძნობს მომატებულ არტერიულ წნევას. ამიტომ უნდა გაიზომოთ დღეში ორჯერ, თუნდაც არ იყოს გამოხატული სიმპტომები” - გიგი ხაბეიშვილი, მედიცინის პროფესორი, კარდიოლოგი.

ჰიპერტენზია ქალებში უფრო ხშირია თუ კაცებში?

ჰიპერტენზია 40 წლის ზემოთ გვხდება უფრო ხშირად კაცებში, მაგრამ 55 წლის შემდეგ, ჰიპერტენზია უფრო ხშირია ქალებში. მენოპაუზა არის ის ნიშნული, როდესაც ჰიპერტენზიის განვითარების რისკი თანაბრდება.

„ჰიპერტენზიის გამოვლენა ხდება მისი გაზომვისას, სწორედ ამ უკანასკნელის კორექტულობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. არასწორად გაზომილი წნევა, არაიშვიათად, ხდება მცდარი შეფასების მიზეზი, იწვევს ადამიანთა უსაფუძვლო ემოციურ რეაქციას, შფოთს. მომატებული (140/90-ზე მეტი) არტერიული წნევა ჯერ კიდევ, არ ნიშნავს რომ ადგილი აქვს დაავადების (ე.წ. ესენციური ჰიპერტენზია) არსებობას, რადგანაც ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სიგარეტის მოწევასთან, სუფრის მარილის ან ალკოჰოლის ჭარბად მიღებასთან, ემოციურ ან ფიზიკურ დაძაბვასთან. ანუ ეს შეიძლება იყოს არტერიული წნევის ეპიზოდური მატება, რაც ჯერ კიდევ არ წარმოადგენს პათოლოგიას. იმისათვის, რომ დაისვას არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი, აუცილებელია მისი დადასტურება დამატებითი გაზომვებით და კვლევებით, რაც უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის შედეგად” ,- ზურაბ ფაღავა, მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგი.

რა ასაკიდან იწყებს წნევა მომატებას?

„გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორები იყოფა ორ ჯგუფად, მოდიფიცირებადი (მათზე ზემოქმედება შესაძლებელია) და არამოდიფიცირებადი (არა ცვლადი). ასაკი სწორედ ამ უკანასკნელს, ფიქსირებულ რისკ-ფაქტორს მიეკუთვნება და ჩვენ ამაზე გავლენა არ გვაქვს. ამიტომაც სასურველია, 40 წლის ასაკიდან დაიწყოთ არტერიული წნევის რეგულარული მონიტორინგი და იმ რისკ ფაქტორების აღმოფხვრაზე ზრუნვა, რომლებიც მოდიფიცირებას ექვემდებარება, მაგ თამბაქოს მოწევის შეწყვეტა, სუფრის მარილის და ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, სხეულის წონის კორექცია, ქოლესტერინის დონის კონტროლი, შაქრიანი დიაბეტის სკრინინგი და სხვ. საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს და გაითვალისწინოთ მისი რეკომენდაცია”, - რუსუდან აგლაძე, მედიცინის პროფესორი, კარდიოლოგი.

ეს სტატია მომზადდა ფრანგული ფარმაცევტული კომპანია “სერვიეს” გლობალური კამპანიის ფარგლებში “გაიზომე წნევა, ამას შენთვის გეუბნები”. კამპანია საქართველოში მეშვიდე წელია იმართება. ჰიპერტენზიასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას გაეცანით “სერვიეს” ფეისბუკ გვერდზე.

(R)

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება