ანდრეი სიბიგა - სრული და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს

სრული და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ცნობით, თურქეთში რუსეთის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შესახებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს ესაუბრა.

„შევთანხმდით, რომ მკვლელობების დასასრულებლად და სრული და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს“, - წერს ანდრეი სიბიგა.

შეგახსენებთ, 16 მაისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. უკრაინის გუნდს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, რუსულ მხარეს კი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი უძღვებოდა.

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთმა უკრაინისთვის მიუღებელი არაერთი პირობა წამოაყენა. მათ შორის: უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის მიღება, უცხოური ჯარების განთავსების ან მასობრივი განადგურების იარაღის გარეშე; უკრაინამ უარი უნდა თქვას რუსეთისგან რეპარაციების მოთხოვნაზე; უკრაინამ უნდა აღიაროს ყირიმისა და ოთხი სხვა რეგიონის დაკარგვა, რომლებიც ამჟამად რუსული ჯარების მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულია.

სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ შეხვედრის დროს ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს, ასევე უკრაინისა და რუსეთის ლიდერების დონეზე შესაძლო შეხვედრა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს