პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქვეყანა, რომელსაც უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია, ჩინეთია

ქვეყანა, რომელსაც უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია, ჩინეთია, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთი ჩინეთის ეკონომიკური ვასალი გახდა. თუ ჩინეთი რუსეთს სავაჭრო ემბარგოს დაწესებით დაემუქრება, მაშინ რუსეთი იძულებული გახდება დაემორჩილოს. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ეს არ მოხდება“, - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

მისი თქმით, დიდ იმედებს არ ამყარებს იმაზე, რომ სტამბოლში 16 მაისს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრა მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს.

„განსაკუთრებული იმედი არ მაქვს, რომ შეხვედრები მნიშვნელოვან შედეგებამდე მიგვიყვანს. ეს რუსეთის განზრახვის გამოცდას წარმოადგენს. თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის ან მიუღებელ მოთხოვნებს წამოაყენებს, ეს მხოლოდ დაადასტურებს ჩვენს აზრს, რომ პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, 16 მაისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. უკრაინის გუნდს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, რუსულ მხარეს კი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი უძღვებოდა.

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთმა უკრაინისთვის მიუღებელი არაერთი პირობა წამოაყენა. მათ შორის: უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის მიღება, უცხოური ჯარების განთავსების ან მასობრივი განადგურების იარაღის გარეშე; უკრაინამ უარი უნდა თქვას რუსეთისგან რეპარაციების მოთხოვნაზე; უკრაინამ უნდა აღიაროს ყირიმისა და ოთხი სხვა რეგიონის დაკარგვა, რომლებიც ამჟამად რუსული ჯარების მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულია.

სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ შეხვედრის დროს ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს, ასევე უკრაინისა და რუსეთის ლიდერების დონეზე შესაძლო შეხვედრა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო