საქართველოში TED ლიცენზიის მქონე, საერთაშორისო მასშტაბის ინგლისურენოვანი ღონისძიება TEDxTSMU გაიმართება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უმასპინძლებს უნიკალურ ინიციატივას — TEDxTSMU-ს. ღონისძიება საქართველოში კიდევ ერთხელ ექსკლუზიურად ჩატარდება ინგლისურ ენაზე, რაც მის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და საერთაშორისო მასშტაბს კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს.

TEDxTSMU-ის მიზანია ინოვაციური და შთამაგონებელი იდეებისა და ხედვების გაზიარება, ასევე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება, არამხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ღონისძიება გახდება დიალოგისა და თანამშრომლობის ახალი პლატფორმა, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან სხვადასხვა დარგის როგორც უცხოელი, ასევე ქართველი პროფესიონალები.

ღონისძიების წლევანდელი სპიკერები არიან:

▪️ გიორგი გაგოშიძე – ქუჩის მხატვარი ▪️ ეზრა ფრიმენი – კონტენტკრეატორი და ტელეწამყვანი ▪️ დარო სულაქაური – ფოტოგრაფი, TED-ის ფელოუ და ადამიანის უფლებათა დამცველი ▪️ თინათინ ტყემალაძე – თსსუ-ის პროფესორი, გენეტიკის კათედრის ხელმძღვანელი ▪️ ნიკოლოზ კვაჭაძე – გადაუდებელი მედიცინის ექიმი ▪️ ჯანადი კარავიტა – თსსუ-ის მე-6 კურსის სტუდენტი ▪️ ემან ელიმამი – თსსუ-ის მე-6 კურსის სტუდენტი

მოისმინე გამორჩეული მოსაზრებები, აღმოაჩინე იდეების ძალა და გახდი გლობალური ცვლილებების ნაწილი!

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება