უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე, ასევე საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, გიორგი გობრონიძეს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, ევროპელი ლიდერების კიევში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაანონსდა, მაგრამ, მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ ცხადყო, რომ მოლაპარაკებები „კრემლის სცენარით“ წარიმართა.
„კრემლის სცენარით“, თუნდაც იმიტომ, რომ სტამბოლში პრეზიდენტი პუტინი არ ჩასულა, მოსკოვიდან სტამბოლში ჩასული დელეგაცია კი როგორც პუტინი ამბობს - „კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრაზე“ საუბრობს და არა უპირობოდ უკრაინა-რუსეთის ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტაზე, რასაც კრემლისგან კიევის გარდა, ევროპელი ლიდერები და აშშ-ს პრეზიდენტი ითხოვდნენ.
მიუხედავად იმისა, ასე თუ ისე სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს მოლაპარაკებები სტამბოლში დაიწყო, უკვე ცხადად ჩანს, რომ იგი უშედეგოდ დასრულდება.
მოლაპარაკებების დაწყებისას მისასალმებელი სიტყვების შემდეგ რუსულმა დელეგაციამ მოითხოვა დარბაზი დაეტოვებინათ ამერიკელებს და მასპინძლებსაც კი. რაც უკრაინელების რუსებთან ერთი ერთზე დარჩენას ნიშნავდა.
სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებების იდეა პუტინმა მას შემდეგ გააჟღერა, როცა მოსკოვი ვიზიტის შემდეგ, ჩინეთის ლიდერმა სი ძინ პინმა დატოვა. იყო ვარაუდები, რომ პუტინს მოლაპარაკებების დაწყების იდეა სი ძინ პინმა მოსთხოვა, რადგან ჩინეთს აშშ-თან და ევროპასთან ვაჭრობის გაგრძელება სურს. დამკვირვებელთა უმეტესობა თვლის, რომ სტამბოლში მოლაპარაკებების ინიციირებით პუტინს მხოლოდ დროის გაყვანა სურს.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ეს დღეები უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით თურქეთში ხდებოდა?
- რეალურად, რუსეთის ფედერაცია არ არის და არც ყოფილა დაინტერესებული უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტით და ომის დასრულებით. ამგვარი ინტერესი, შესაძლოა, გაჩენილიყო მხოლოდ მაშინ, თუ დასავლეთში იქნებოდა კონსოლიდირებული პოზიცია უკრაინის საკითხზე, იქნებოდა ერთსულოვნება და სამხედრო დახმარება იმ სახის და მოცულობის, რაც რუსეთის მიზნების შესრულებას უკრაინულ ფრონტზე შეუძლებელს გახდიდა.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი არ დახმარებია უკრაინას. მეტიც, ის, რომ დღეს უკრაინის სახელმწიფო, როგორც ასეთი აგრძელებს არსებობას უკრაინული საზოგადოების გმირობასა და თავდადებასთან ერთად დასავლური მხარდაჭერის დამსახურებაცაა.
თუმცა ნებისმიერი ომის ანალიზის დროს უნდა შევხედოთ იმას, თუ რა საფასურის გადახდისთვის არიან მხარეები მზად. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა ავიღოთ ერთი მხრივ ის, თუ რა ფასის გადახდა სურს დასავლეთს იმისთვის, რომ რუსეთი დამარცხდეს, მეორე მხრივ კი უნდა შევხედოთ იმას, თუ რისი გადახდისთვის არის მზად რუსული მხარე საკუთარი გამარჯვებისთვის.
რეალურად, რუსეთის ფედერაცია არ არის და არც ყოფილა დაინტერესებული უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტით და ომის დასრულებით. ამგვარი ინტერესი, შესაძლოა, გაჩენილიყო მხოლოდ მაშინ, თუ დასავლეთში იქნებოდა კონსოლიდირებული პოზიცია უკრაინის საკითხზე, იქნებოდა ერთსულოვნება და სამხედრო დახმარება იმ სახის და მოცულობის, რაც რუსეთის მიზნების შესრულებას უკრაინულ ფრონტზე შეუძლებელს გახდიდა
როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მოსკოვი დიდად არ განიცდის ადამიანურ მსხვერპლს, ხოლო სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა იმაზე ეფექტურად ემსახურება მის მიზნებს, ვიდრე ეს თავდაპირველად ეგონათ. მართალია, რუსული შეიარაღება მოძველებულია დასავლურ ანალოგებთან შედარებით, თუმცა მისი რაოდენობა იძლევა საშუალებას, რომ სერიოზული პრობლემები შექმნას ფრონტის ხაზზე. ასევე არ უნდა გამოვრიცხოთ ჩინეთის, ირანის და სხვა ქვეყნების ფაქტორი, რომლებიც პირდაპირ, ან ირიბად უწევენ მოსკოვს სამხედრო დახმარებას.
მოსკოვმა, განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაინახა, რომ დასავლეთში იმაზე მაღალია ფრაგმენტაციის და პოლარიზაციის ხარისხი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა, დაინახა ისიც, რომ აშშ-ს გარეშე ევროპას გაუჭირდება უკრაინის სამხედრო უზრუნველყოფა და დაინახა ისიც, აშშ არ არის თანმიმდევრული უკრაინის კრიზისის მოგვარების საქმეში.
მოსკოვმა, განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაინახა, რომ დასავლეთში იმაზე მაღალია ფრაგმენტაციის და პოლარიზაციის ხარისხი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა, დაინახა ისიც, რომ აშშ-ს გარეშე ევროპას გაუჭირდება უკრაინის სამხედრო უზრუნველყოფა და დაინახა ისიც, აშშ არ არის თანმიმდევრული უკრაინის კრიზისის მოგვარების საქმეში
რეალურად, რაც ტრამპმა გააკეთა, იყო არა უკრაინის სამხედრო დახმარების გაძლიერება, რაც რეალურად გახდებოდა მნიშვნელოვანი არგუმენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, არამედ მან დაიწყო ამერიკული ეკონომიკური ინტერესების წინ წაწევა უკრაინაში იმგვარად, რომ გაჩნდა შთაბეჭდილება, თითქოს აშშ ცდილობდა უკრაინის ექსპლუატაციას.
გვახსოვს მისი განცხადებებიც, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების სურვილის პარალელურად პრეზიდენტ ზელენსკის უწოდებს დიქტატორს, შემდეგ უარყოფს ამ განცხადებას, ეს კი დიპლომატიაში არ აღიქმება სერიოზულად და დამაფიქრებელ სიგნალს უგზავნის უკრაინის მოკავშირეებს.
რუსეთმა დაინახა სისუსტე, დაინახა ნაპრალები და ის ამას აუცილებლად გამოიყენებს მისი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად. სტამბულში გამართული შეხვედრა, იქ წარგზავნილი დელეგაცია ამის ნათელი დემონსტრირებაა.
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა. დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან მომდინარეობს არა მხოლოდ უკრაინის სახელმწიფოებრიობის, არამედ ზოგადად ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით.
- ამ მოვლენებზე აშშ-ს პრეზიდენტმა დაახლოებით ასეთი რამ განცხადება - „ვიდრე მე პუტინს არ შევხდები, არაფერი გადაწყდება“. რჩება შთაბეჭდილება, რომ კიევში ევროპელ ლიდერებთან ტრამპის სატელეფონო საუბარი, მხოლოდ ტრამპის „თამაშის ნაწილი იყო“.
მას შემდეგ, რაც ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა და ჰპირდებოდა ამერიკელ ამომრჩეველს უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებას, იგი პრაქტიკულად ამბობდა იმას, რასაც პუტინი უკრაინისგან ომამდე და ომის დაწყების შემდეგ ითხოვდა. იგულისხმება ის, რომ „უკრაინა არ უნდა გახდეს ნატოს წევრი,“ რომ „ყირიმი და რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთს უნდა დარჩეს.“
თუ ტრამპი უკრაინა-რუსეთს შორის კონფლიქტის მოგვარებას, იმ მიდგომებით აპირებს, როცა ამბობს „ვიდრე პუტინს არ შევხდები, არაფერი იქნება“, გამოდის რომ იგი ან ევროპელი პარტნიორებთან ურთიერთობაში, როგორც მინიმუმ „სტყუის,“ ან პუტინის ემისრებს „მხოლოდ ამშვიდებს.
არადა, ვხედავთ, რომ ტრამპს ძალიან უნდა პუტინთან შეხვედრა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე „უკრაინაში მშვიდობის დამყარება“. რაც დრო გადის და რომ ასე არ მოხდეს, უკრაინას არც აშშ-თან ხელმოწერილი შეთანხმება არ უშველის, ყოველ შემთხვევაში, ჯერ ასე ჩანს.
ასეა, თუნდაც იმიტომ რომ ერთი მხრივ ტრამპი ნავთობზე ფასებთან დაკავშირებით საუდის არაბეთთან აწერს ხელს შეთანხმებას, რაც რუსებს აშკარად ავნებს, მეორე მხრივ კი ამბობს, როგორც მომლაპარაკებელი, სექტემბრის შემდეგ აშშ უკრაინას იარაღს არ მიაწვდის.
თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკას? ტრამპი არც პაციფისტს ჰგავს და არც ნაპოლეონს, მაგრამ, ფაქტია, რომ ან პაციფისტივით, ან ნაპოლეონივით იქცევა, რის მიღწევას ცდილობს აშშ-ს პრეზიდენტი?
- როგორც აღვნიშნე, ტრამპი არ არის თანმიმდევრული, შესაბამისად, ამ კითხვაში მოყვანილი ფაქტიც აღნიშნულის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. თუმცა ერთი რამ ცხადია, ამ ეტაპზე დასავლეთში იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ ძალიან რთული, პრაქტიკულად შეუძლებელიც იქნება, რუსეთის ფედერაცია აიძულონ დათმოს ყირიმის ნახევარკუნძული, ასევე უკრაინის აღმოსავლეთში ოკუპირებული ტერიტორიები, ამდენად დე-იურედ, თუ დე-ფაქტოდ მოუწევთ შეეგუონ იმას, რომ საუკეთესო შემთხვევაში უკრაინული სახელმწიფო გაიყოფა, ოკუპირებული რეგიონები დარჩება რუსეთის ფედერაციას.
ამ ეტაპზე დასავლეთში იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ ძალიან რთული, პრაქტიკულად შეუძლებელიც იქნება, რუსეთის ფედერაცია აიძულონ დათმოს ყირიმის ნახევარკუნძული, ასევე უკრაინის აღმოსავლეთში ოკუპირებული ტერიტორიები, ამდენად დე-იურედ, თუ დე-ფაქტოდ მოუწევთ შეეგუონ იმას, რომ საუკეთესო შემთხვევაში უკრაინული სახელმწიფო გაიყოფა, ოკუპირებული რეგიონები დარჩება რუსეთის ფედერაციას
მეტიც, ტრამპმა ამ საკითხზე საუბრისას ერთ-ერთ ჟურნალისტს პირდაპირ მიმართა კონტრ შეთავაზებით, როდესაც ეს უკანასკნელი შეეხო უკრაინის ტერიტორიების დაბრუნების საკითხს - “მიდი და დაიბრუნე”, ხოლო აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი ეშელონებიდან ისიც კი მოვისმინეთ, რომ აზრიც არ აქვს ამ რეგიონების დაბრუნებას, რადგან იქ აღარ დარჩა ხალხი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა და რეალურად რაც რუსეთს სურს, ეს არის კონტროლი გადამწვარ მიწაზე. ცხადია, ეს არ არის სწორი შეფასება.
თუმცა ამერიკული მხარის პოზიცია შესაძლოა აიხსნას იმით, რომ მოსკოვი ცდილობს ხელი შეუშალოს რუსულ ჩინური კოალიციის დამატებით გაძლიერებას, რაც ჩემი აზრით დროში უკვე დაგვიანებულია. შესაძლოა ძალიან დაგვიანებულიც, თუმცა ამერიკისთვის იდეალური სცენარი იქნებოდა, რუსეთი, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე ჩინურ დღის წესრიგს კი არ ატარებს, ან ჩინეთთან შეთანხმებით კი არ მოქმედებს, არამედ აბალანსებს ჩინეთს, საუკეთესო შემთხვევაში კი წარმოადგენს ჩინეთის სერიოზულ კონკურენტს. ეს პრაქტიკაში რამდენად რეალიზებადია რთული სათქმელია.
რთული სათქმელია ისიც, სადამდე გასტანს აშშ-ს ამგვარი დამოკიდებულება, რადგან ჩვენ, შესაძლოა, ძალიან მალე ამ ვიხილოთ დათბობის ამ სცენარის გარდასახვა უკიდურეს დაპირისპირებაში, თუკი ტრამპის ადმინისტრაცია საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებებს არ აქვს არანაირი პერსპექტივა.
რთული სათქმელია ისიც, სადამდე გასტანს აშშ-ს ამგვარი დამოკიდებულება, რადგან ჩვენ, შესაძლოა, ძალიან მალე ამ ვიხილოთ დათბობის ამ სცენარის გარდასახვა უკიდურეს დაპირისპირებაში, თუკი ტრამპის ადმინისტრაცია საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებებს არ აქვს არანაირი პერსპექტივა
- ნატოს გენმდივანი მარკ რუტე აცხადებს - „მოკავშირეთა უმეტესობა ახლა მზადაა წელსვე მიაღწიოს თავდაცვაზე 2%-ის დახარჯვის საწყის მიზანს, ბევრმა გამოაცხადა რომ ბევრად უფრო შორს წავლენ, ცხადია, რომ 2% საკმარისო არ არის“.
უკრაინის მხარდასაჭერად აქტიურობს დიდი ბრიტანეთის პრემიერი, საფრანგეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები და გერმანიის კანცლერი. გასულ კვირას კანცლერ მერცის განცხადება იმის შესახებ, რომ გერმანია აღარ გაასაჯაროებს უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო ტექნიკაზე ინფორმაციას, გვაფიქრებინებს, რომ უკრაინისთვის გერმანიის დახმარება გაიზრდება. მეტიც, არაა გამორიცხული ბერლინმა კიევს იმ ტიპის იარაღი მიაწოდოს, რომლის მიწოდებისგან აქამდე თავს იკავებდა.
ფაქტი ისაა, რომ უკრაინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად აშშ-ს გარეშე ევროპა მზად დღეს არაა. სავარაუდოდ, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მოვლენათა განვითარების რა სცენარებია მოსალოდნელი?
- სცენარებზე საუბარი რთულია, თუმცა ცხადია, რომ ევროპაში თანდათანობით აცნობიერებენ, რომ ევროკავშირი ვერ დარჩება სტაბილურობის იმგვარ ოაზისად, როგორადაც ის ცდილობდა ჩამოყალიბებას მთელი ამ წლების მანძილზე.
ჩემი აზრით, ევროპაში რემილიტარიზაციის საკითხი მეტ-ნაკლები სიმწვავით დადგება, და გერმანია ამ შემთხვევაში პირველია, მაგრამ არა ერთადერთი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იქნება მარტივი, რადგან უსაფრთხოების პოლიტიკის ამგვარი შემობრუნებისთვის არ არის მზად არც ევროპული საზოგადოება, არც პოლიტიკური კლასი და არც ეკონომიკა.
ევროპაში რემილიტარიზაციის საკითხი მეტ-ნაკლები სიმწვავით დადგება, და გერმანია ამ შემთხვევაში პირველია, მაგრამ არა ერთადერთი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იქნება მარტივი, რადგან უსაფრთხოების პოლიტიკის ამგვარი შემობრუნებისთვის არ არის მზად არც ევროპული საზოგადოება, არც პოლიტიკური კლასი და არც ეკონომიკა
ეკონომიკის ნაწილში არ იგულისხმება ის, რომ ევროპას არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, საუბარია იმაზე, რომ მზარდ მილიტარიზაციას დაჭირდება შესაბამისი სამხედრო ტექნიკური საწარმოო ბაზა, რომლის გაზრდაც ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება, ეს კი რუსეთს აძლევს დროს, რომ მანამდე მიიყვანოს დაწყებული ბოლომდე სანამ ევროპა მზად იქნება მეტი წინააღმდეგობისთვის.
- მიმდინარე კვირა თბილისიდან ვაშინგტონში გაგზავნილი წერილებით იყო გამორჩეული. ჯერ პრეზიდენტ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ვენცს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მისწერა. ბევრის მტკიცებით, წერილის ავტორი ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს, რადგან წერილის ტექსტი ბევრი თვალსაზრისით ემთხვევა ივანიშვილის ხედვებს.
წერილი ვაშინგტონში კონგრესსა და სენატს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმაც გაუგზავნა. ორივე წერილი პოლიტიკური თვალსაზრისით ერთმანეთს კი ჰგავს, რადგან ორივეში გამოთქმულია აშშ-დმი წყენა, უკმაყოფილება და ფრთხილი ოპტიმიზმი, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია, სენატი და კონგრესი საქართველოს ხელისუფლების წერილებს უყურადღებოდ არ დატოვებს.
ამ თემაზე საკმაოდ ბევრი ითქვა და მოსაზრებაც გამოითქვა, მაგრამ, თქვენც გკითხავთ - თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ წერილებმა? რა მიზნის მიღწევა უნდოდათ წერილების ავტორებს? და სავარაუდოდ, როგორი იქნება ამ წერილებზე პასუხი?
- მგონია, რომ ამ წერილის ადრესატი უფრო მეტად ქართული საზოგადოებაა, ვიდრე აშშ პოლიტიკური ელიტა, ან პრეზიდენტი ტრამპი. შესაძლოა ეს ჩემი სუბიექტური, კერძო მოსაზრებაა, მაგრამ ვთვლი, რომ დიპლომატია საჯარო ღია წერილების, პოსტების გზით არ კეთდება. გვაქვს აშშ-ში დიპლომატიური წარმომადგენლობა და სწორედ მან უნდა უზრუნველყოს ქვეყნებს შორის გართულებული ვითარებისას საკომუნიკაციო არხების გამონახვა.
შესაბამისად, თუ ხელისუფალს უწევს ღია წერილების მეშვეობით, საჯარო ეპისტოლარულ ჟანრში გადატანა ქვეყნებს შორის კომუნიკაციის, ეს ნიშნავს, რომ ან ის ცდილობს საკუთარ ამომრჩეველს ანახოს რაღაც, ან იმას, რომ - დიპლომატიური სამსახური ვერ ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანას, ან იმას, რომ ქართულ რეალობაში საგარეო პოლიტიკა იმაზე მეტად არის დაკავშირებული ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებთან, ვიდრე ეს ქვეყნის ინტერესებს ჭირდება. მგონია, რომ ცოტ ცოტა ყველაფერია აქ, თუმცა ყველაზე დიდი დოზით მესამე ფაქტორი.
თუ ხელისუფალს უწევს ღია წერილების მეშვეობით, საჯარო ეპისტოლარულ ჟანრში გადატანა ქვეყნებს შორის კომუნიკაციის, ეს ნიშნავს, რომ ან ის ცდილობს საკუთარ ამომრჩეველს ანახოს რაღაც, ან იმას, რომ - დიპლომატიური სამსახური ვერ ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანას, ან იმას, რომ ქართულ რეალობაში საგარეო პოლიტიკა იმაზე მეტად არის დაკავშირებული ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებთან, ვიდრე ეს ქვეყნის ინტერესებს ჭირდება. მგონია, რომ ცოტ ცოტა ყველაფერია აქ, თუმცა ყველაზე დიდი დოზით მესამე ფაქტორი
რასაც ვუყურებთ ბოლო პერიოდში, პრაქტიკულად ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის არა ქვეყნის განვითარების, სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისკენ გადადგმული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების ერთობლიობა, არამედ ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისის ცალკეულ საერთაშორისო პლატფორმებზე ერთი, ან მეორე მხრიდან ლეგიტიმაციის მცდელობა.
- ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ხელისუფლება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის ამზადებს საზოგადოებრივ აზრს. ამისთვის დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც რუსეთის მიმართ აშკარად გამოირჩევიან ლოიალობით.
მათივე მტკიცებით, თუ ამ წერილებზე ვაშინგტონიდან არანაირი რეაქცია არ იქნა, თუ სხვადასხვა ევროსტრუქტურებმა საქართველოსთან მიმართებაში გააგრძელეს „ქართული ოცნების“ კრიტიკა, ხელისუფლება იტყვის - არც ამერიკას ვუნდივართ და არც ევროპას, ასე რომ უნდა დავადგეთ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას.
რამდენად საფუძვლიანია „ქართული ოცნების“ ოპონენტების კრიტიკა? და ემზადება თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად?
- საერთაშორისო ურთიერთობებში ვერაფერს გამოვრიცხავთ, ვერც იმას, რომ შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილება, თუმცა ვთვლი, რომ ყველაფერი იქნება დამოკიდებული არა იმაზე, თუ როგორ შეძლებს საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობების დალაგებას, არამედ იმაზე, თუ როგორ მოახერხებს დასავლეთი რუსეთ უკრაინის გარდატეხის შეტანას, ან მის დასრულებას.
თუ რუსეთმა შეძლო და უკრაინაშიი მიაღწია მიზნებს, მაშინ საქართველო კიდევ უფრო დაუცველი იქნები რუსული საფრთხეების მიმართ ვიდრე დღეს არის. ამდენად, იმ ლოგიკით, რომ “შიშს დიდი თვალები აქვს”, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება. თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
თუ რუსეთმა შეძლო და უკრაინაშიი მიაღწია მიზნებს, მაშინ საქართველო კიდევ უფრო დაუცველი იქნები რუსული საფრთხეების მიმართ ვიდრე დღეს არის. ამდენად, იმ ლოგიკით, რომ “შიშს დიდი თვალები აქვს”, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება. თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული
- საშინაო პოლიტიკაში რომ ყველაფერი კარგად არა გვაქვს, ფაქტია. ხელისუფლება ლამის მთელ ოპოზიციას „აგენტებსა“ და „უსამშობლოებს“ ეძახის. ვალში არც ოპონენტები რჩებიან „ქართულ ოცნებას“ რუსის მონებად“ და პრორუსებად მოიხსენიებენ.
ვხედავთ, ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციის სხვადასხვა სახის კანონმდებლობითა ოპონენტების შევიწროებას. ამის მაგალითია აქტივისტების 5 000 ლარით დაჯარიმება და დაკავებულთა სასამართლო პროცესები.
რამდენიმე დღის წინ სასამართლო დარბაზში საპარლამენტო კომისიაში მიუსვლელობისა და ჯარიმის გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი. ბევრი ამბობს, რომ დასაკავებელთა რიგი საკმაოდ გრძელია. საუბარია, იმ პოლიტიკოსებზე ვინც პარლამენტის კომისიაზე არ მივიდა.
თქვენ როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციის მოქმედებას?
- ჩემი გადმოსახედიდან საქართველოში პოლიტიკური კლასის მოქმედებები ცალსახად უკეთესის სურვილს ტოვებს.
ამ კითხვაზე დეტალური პასუხისგან თავს შევიკავებ, უბრალოდ ვისურვებდი რომ ამ ტიპის პოლიტიკურ პროცესს ვაკვირდებოდი არა საქართველოში, არამედ რომელიმე სხვა ქვეყანაში.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"