ოჯახის სიწმინდის დღეს შიდა ქართლშიც აღნიშნავენ - გორში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობს, მოეწყობა საზეიმო მსვლელობაც

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების მიმართ პატივისცემის დღეს შიდა ქართლშიც აღნიშნავენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, გორში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა დილიდან შეიკრიბა. ამ წუთებში კი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების მიმართ პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღევლინება.

პარაკლისს ესწრებიან სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, ადგილობრივი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ჩვენთვის ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი თარიღი. ქალაქ გორში აღევლინება ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი და შემდგომ, გაიმართება საზეიმო მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა. მოხარული ვარ, რომ ძალზე ბევრი ადამიანია შეკრებილი და ჩვენს რეგიონში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა ამ დღის საზეიმოდ აღნიშვნა“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში სიმონ გულედანმა.

პარაკლისის დასრულების შემდეგ, გორისა და ატენის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლების წინამძღვრობით, აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძრიდან ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოეწყობა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება