მედია - სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას სტამბოლში გამართული შეხვედრის შედეგები განიხილეს

სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას სტამბოლში გამართული შეხვედრის შედეგები განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„17 მაისს, ამერიკული მხარის ინიციატივით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო, მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა სტამბოლში გუშინ გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმა.

„სერგეი ლავროვმა აშშ-ის პოზიტიური როლი აღნიშნა, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ საბოლოოდ, კიევმა სტამბოლის მოლაპარაკებების განახლების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადება მიიღო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს