დღეს რომის პაპის ინაუგურაცია გაიმართება

რომის პაპი ლეო XIV წმინდა პეტრეს მოედანზე დღეს საინაუგურაციო წირვას ჩაატარებს.

მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ წირვას დაახლოებით 250 000 მომლოცველი და მსოფლიო ლიდერებისა და სამეფო ოჯახის წევრების დიდი რაოდენობა დაესწრება, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე.

წირვა დაიწყება კვირას, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე. ტრადიციულად, პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხს მიესალმება. კარდინალების მსვლელობასთან ერთად, პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შევა, სადაც ორ სიმბოლურ საჩუქარს მიიღებს.

პირველი არის ოქროს „მეთევზის ბეჭედი“, რომელსაც სახელი წმინდა პეტრეს, მეთევზის პატივსაცემად ჰქვია, რომელიც პირველი პაპი იყო. ბეჭედი პაპობის დასაწყისსა და დასასრულს განასახიერებს და როდესაც პაპი კვდება, მას უფროსი კარდინალი ანადგურებს. 1842 წლამდე ბეჭედი პაპის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტებზე ბეჭდის დასასმელად გამოიყენებოდა.

მეორე საჩუქარია ცხვრის მატყლის მანტია, რომელიც პაპის, როგორც მწყემსის როლს გამოხატავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი