ვლადიმერ პუტინი - სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი იმ ადამიანების ინტერესების უზრუნველყოფაა, რომლებიც რუსეთს თავიანთ სამშობლოდ მიიჩნევენ.

„ჩვენი ხალხის ინტერესების უზრუნველყოფა იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც მუდმივად ვსაუბრობთ - სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც რუსულს მშობლიურ ენად და რუსეთს სამშობლოდ მიიჩნევენ“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს „კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა“.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა პუტინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს