მიხაილო პოდოლიაკი ადასტურებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი მზადდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი, სავარაუდოდ, შედგება.

„პრეზიდენტი აქტიურად ურთიერთობს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან სხვადასხვა დონეზე, ველოდებით, შესაძლო, სატელეფონო საუბარს აშშ-ის პრეზიდენტთან, რადგან ყველა მზადაა აქტიური დიპლომატიური პერიოდისთვის, როდესაც აუცილებელია ომისა და მშვიდობის განხილვა სწორედ დიპლომატიის ინსტრუმენტებით, სადაც აშშ არის გლობალური შუამავალი“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი შეხვედრები ევროპაში ეძღვნება კითხვას, შესაძლებელია თუ არა რუსეთთან რაიმეზე შეთანხმება.

„ნამდვილად ვერ ვხედავ აქ რაიმე სცენარს იძულებითი ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე და სწორედ ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილავს პრეზიდენტი რუსეთზე ზეწოლის სასანქციო ინსტრუმენტებს“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ის ორშაბათს, 19 მაისს, ტელეფონით ჯერ პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის დაელაპარაკება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს