ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის - მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში ხელშესახები შედეგებისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ ლედისთან ოლენა ზელენსკასთან ერთად რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი ავრცელებს.

ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მადლობას უხდის პაპს.

„მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში პონტიფიკოსი მშვიდობის იმედის სიმბოლოა. წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ ომის დასრულებაში.

ჩვენ მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში ხელშესახები შედეგებისთვის. ჩვენ ვაფასებთ უკრაინის მხარდაჭერას და მკაფიო ხმას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასაცავად“, - წერს ზელენსკი „ფეისბუქზე“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს