ჯეი დი ვენსი - ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები განვიხილეთ

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები განიხილეს.

მისი თქმით, უკრაინა და შეერთებული შტატები უკრაინაში სისხლისღვრის დასრულების მიზანს იზიარებენ.

„სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ერთად პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდი. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ უკრაინაში არასაჭირო სისხლისღვრის დასრულების მიზანს. განვიხილეთ განახლებული ინფორმაცია ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე“, - წერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის შეხვედრა ვატიკანში ახალი პაპის, ლეო XIV-ის საინაუგურაციო წირვის შემდეგ გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს