ისრაელი ღაზაში „საბაზისო რაოდენობის“ საკვების შეტანის ნებართვას გასცემს

ისრაელი ღაზას სექტორში საბაზისო რაოდენობის საკვები პროდუქტების მარაგების შეტანის ნებართვას გასცემს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.

„ისრაელის თავდაცვის ძალების რეკომენდაციით და „ჰამასის“ დასამარცხებლად ინტენსიური ბრძოლის გაფართოების გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით, ისრაელი მოსახლეობას საკვების საბაზისო რაოდენობით უზრუნველყოფს, რათა თავიდან აიცილოს შიმშილის კრიზისი ღაზას სექტორში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პრემიერის ოფისში აცხადებენ, რომ შიმშილის კრიზისი საფრთხეს შეუქმნის მათ ახალ შეტევას, რომელსაც ოპერაცია „გიდეონის ეტლი“ ეწოდა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ისრაელი „იმოქმედებს ისე, რომ „ჰამასს“ ჰუმანიტარული დახმარების განაწილებაზე კონტროლის აღების შესაძლებლობა არ მისცეს“.

BBC-ი წერს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ისრაელზე მზარდი ზეწოლა ხორციელდებოდა ღაზას სექტორში საკვების, საწვავის და მედიკამენტების შეტანაზე 10 კვირის წინ დაწესებული ბლოკადის მოხსნის მოთხოვნით.

ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადება ისრაელის სამხედროების მიერ ღაზას სექტორში ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციების დაწყების შემდეგ რამდენიმე საათში გაავრცელა.

ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე 67 ადამიანი დაიღუპა და 361 დაშავდა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა