ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - ფანზონა და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც „ბორჯღალოსნები“ „სამყურებთან“ ერთად შემოგვთავაზებენ

5 ივლისს თბილისი სპორტული დღესასწაულის ცენტრი გახდება - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებს შორის გაიმართება მნიშვნელოვანი თამაში, რადგან საკუთარ მინდორზე პირველად უნდა ეთამაშონ „ბორჯღალოსნები“ „სამყურებს“.

მატჩის დაწყებამდე, სტადიონის გარე სივრცეში, ტრადიციულად გაიხსნება ფანზონა. რაგბის გულშემატკივრებს დატვირთული დღე ელოდებათ - სახალისო აქტივობები, გემრიელი კერძები და სასმელები. იქვე შესაძლებელი იქნება რაგბის ნაკრების ოფიციალური ატრიბუტიკის შეძენა, რათა მაყურებელი თამაშს სრული შემართებით დახვდეს.

ეს დღე დადებითი ემოციებისა და ერთობის დღე იქნება. მოდი სტადიონზე, დაესწარი იმ თამაშს, რომლის შესახებაც მომავალში შენ მოუყვები სხვებს.

ბილეთები უკვე იყიდება, გამოიყენე ეს შესაძლებლობა და მოდი, ერთად შევქმნათ დაუვიწყარი მომენტები!

ბილეთებს შეიძენ აქ!

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს